„მინდა, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს დავუსვა კითხვა: რა პასუხი გაქვთ MEGOBARI აქტზე? რატომ ტოვებთ საქართველოს მარტო, დაუცველს ძლიერი ამერიკის და ძლიერი ევროკავშირის გარეშე. როდემდე აპირებთ თქვენი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ჩიხში შეიყვანოთ ქვეყანა? ფაქტია, MEGOBARI აქტი ადასტურებს, რომ საქართველოში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ოკეანის მიღმაც აღარ იმალება. ეს არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური კრიზისი, ეს არის საგარეო ასპარეზზე სრული კოლაფსი და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ჩამოშლა... კობახიძის უტიფარი ლირიკა სხვადასხვა საკითხზე, ჩემი აზრით, უადგილო იქნება. გაეცით კითხვას პასუხი, რას აპირებთ?!
გამოსავალი მარტივი და ცალსახაა - პირველი: ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს; მეორე- ყველა სინდისის პატიმარი უნდა გათავისუფლდეს; მესამე-დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ დასავლელ მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენა."
მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ივანიშვილს.
MEGOBARI აქტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა.