ივანიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ისევ ირაკლი კობახიძე დანიშნა

გამოქვეყნდა:

დღევანდელ ყრილობაზე "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედაც აირჩიეს. ის ამ თანამდებობას 2021 წლის 16 იანვრიდან 2024 წლის 24 იანვრამდეც იკავებდა.

"ოცნების" თავმჯდომარის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გახდა ვაკანტური. 

"ქართული ოცნების" რიგით მეცხრე ყრილობა ამ წუთებში ივანიშვილის სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" მიმდინარეობს. ყრილობას საპატიო თავმჯდომარეც ესწრება. 

კობახიძემ "ქართული საქმის კეთებისთვის" მადლობა გადაუხადა ივანიშვილს, ასევე თანაპარტიელებს და ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს. კობახიძემ ტრადიციულად ივანიშვილის "დამსახურებებზე" ილაპარაკა.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი