8 პოლიტპატიმრის საქმის მოწმე პოლიციელი, ვერ ასახელებს პირს, რომელმაც დაზიანება მიაყენა: "არ მახსოვს...“

გამოქვეყნდა:

8 პოლიტპატიმრის საქმის მოწმე პოლიციელი, რომელიც დაზარალებულადაა ცნობილი, ვერ ასახელებს პირს, რომელმაც დაზიანება მიაყენა, თუმცა პოლიციელი გივი წიქორიძე ამტკიცებს, რომ ფოიერვერკის სროლის შედეგად, თვალის დაზიანება მიიღო:

გუჯა ავსაჯანიშვილი, ადვოკატი: „თქვენ ხომ ვერ ხედავთ აქ პირს, რომელმაც დაზიანება მოგაყენათ?“
გივი წიქორიძე, პოლიციელი: „ვერა“
ადვოკატი: „შეგიძლიათ დაგვისახელოთ ადამიანები, ვინც თქვენს დაზიანებას დაადასტურებს?“
მოწმე: „არ შემიძლია, არ მახსოვს“.
ადვოკატი: „თქვენ რომ იქ ნამდვილად იყავით, ამის მტკიცებულება გაქვთ? რამე ვიდეო მასალა? გვერდზე მდგომები არ იცით, არ გახსოვთ....“
მოწმე: „ვიდეომასალა არ მაქვს“

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი