ვატიკანში, კარდინალები რომის პაპის არჩევისთვის ემზადებიან. კარდინალები წმინდა პეტრეს ტაძარში წირვას ატარებენ.
დაახლოებით 16:15 საათზე (18:15 თბილისის დროით) 133 კარდინალი, რომელიც პაპის არჩევაში იღებს მონაწილეობას შეიკრიბება პავლეს სამლოცველოში და სიქსტეს კაპელისკენ მსვლელობას გამართავს. მსვლელობა მსვლელობის შემდეგ, კარდინალების გარდა, სიქსტეს კაპელა ყველამ უნდა დატოვოს - ამ მომენტიდან კონკლავი ოფიციალურად დაიწყება.
სიქსტეს კაპელაში შესვლის შემდეგ, ერთი ხელი სახარების ასლზე დაყრდნობით, კარდინალები წარმოთქვამენ საიდუმლოების ფიცს, რომელიც მათ ახალი პაპის არჩევის დეტალების გაზიარების საშუალებას არ აძლევს. როდესაც უკანასკნელი ამომრჩეველი ფიცს დადებს, გაიმართება მედიტაცია.
უკვე 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) სიქსტეს კაპელის საკვამურიდან კვამლი ამოვა და მსოფლიო პირველი კენჭისყრის შედეგებს გაიგებს. თეთრი კვამლი ნიშნავს, რომ კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს, თუმცა თუ საკვამურიდან შავი კვამლი ამოვა, ესე იგი პაპი ვერ აირჩიეს და ხმის მიცემა გაგრძელდება.
წმინდა პეტრეს მოედანზე მრევლია შეკრებილი.
ხუთშაბათის დილიდან კარდინალები 06:30 (თბილისის დროით 08:30 საათზე) და 07:30 (09:30 საათზე) საუზმობენ წირვამდე. შემდეგ დილით ორი კენჭისყრა გაიმართება, რასაც სადილი და დასვენება მოჰყვება. ბოლო ორი კონკლავი მეორე დღის ბოლოს დასრულდა.