თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ აჭარის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა - ამის შესახებ "ბათუმელებს" შსს-ს იურისტმა, თეა ლაღაძემ განუცხადა. 

დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსი იყო. მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ გადადგა მამამისიც და მეტიც, თითქოს ის დააკავეს.

შსს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ დავით რიჟვაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა - „დავით რიჟვაძე არ არის დაკავებული“ – ამბობს  თეა ლაღაძე. ის არც იმას ადასტურებს, რომ დავით რიჟვაძის წინააღმდეგ რაიმე ტიპის საგამოძიებო მოქმედებებია დაწყებული.

შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე 2025 წლის 4 აპრილს, ფეისბუქ პოსტით გადადგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი