8 პოლიტპატიმრის სასამართლოზე კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, გელა გულორდავა გამოკითხეს, რომელმაც ირაკლი მიმინოშვილი დააკავა. გულორდავას მიმინოშვილმა დაუსვა შეკითხვები:
„სახლში რომ მოხვედით ჩემთან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ გაგიკეთებიათ?, სახლში რომ მოხვედით, ერთი ნახევარი საათი გეხვეწებოდით საპირფარეშოში შესვლას, კბილების გახეხვაზეც გეხვეწებოდით. თქვენ რომ შემოხვედით პირველი, რაც მოხდა ჩემი და იღებდა ვიდეოს, თქვენ მივარდით და ნუ იღებთო, მე ვყვიროდი ჩემს დას ხელი არ დააკაროთ-მეთქი და თქვენი თანამშრომელი ნეკნებში მაწვებოდა, თქვენც იყავით სახლში და ხომ არ დაგინახავთ?
„არა“ - უპასუხა პოლიციელმა
ირაკლი მიმინოშვილმა დაკავების შემდეგ მანქანის ეპიზოდი გაიხსენა და იკითხა: „თქვენგან იყო თუ არა კითხვა პოლიციელებისადმი ავტომობილში: ფეიერვერკებს რომ ისროდნენ და ნივთებს, თავზე რატომ არ გადაალეწეო? - პოლიციელმა უარყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტპატიმრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. "ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების" დღევანდელ პროცესზე მოწმე პოლიციელები იკითხებიან.