ყველას ვინც სხვა დაკვეთით შეიძლება მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, ფეხი არსად დაუცდეთ | კობახიძე 26 მაისზე

გამოქვეყნდა:

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას "ოცნების" პრემიერი და დღეიდან თავმჯდომარეც, ირაკლი კობახიძე მუქარით პასუხობს და ამაშიც Deep State-ს კვალს ხედავს:  

"ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის დიფ სთეითის დამოკიდებულება, არაფერი არ უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას, თარიღებიც კი, დღესასწაულებიც კი. აქაც, 26 მაისი უნდა იყოს ორად გაყოფილი. ჩვენ რა თქმა უნდა დიფ სთეითს ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას, ვინც სხვა დაკვეთით შეიძლება მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ" თქვა კობახიძემ. 

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი