რუსეთი ძალიან ბევრს ითხოვს | ვენსი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ამბობს, რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ძალიან ბევრს მოითხოვს".

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, რუსები ამჟამად გარკვეული მოთხოვნებისა და დათმობების ერთობლიობას აყენებენ, რომლებიც მათი აზრით, აუცილებელია კონფლიქტის დასასრულებლად - „ჩვენ გვჯერა, რომ ისინი ძალიან ბევრს ითხოვენ“, - აღნიშნა  ვენსმა.

ამავდროულად, მან დასძინა, რომ უკრაინელები დიდ როლს ასრულებენ მოლაპარაკებებში:

„ისინი, სულ მცირე, პირდაპირი კონფლიქტის მხარეები არიან. და ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: რა სჭირდებათ უკრაინელებს ამ კონფლიქტის წარმატებით დასასრულებლად?“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი