აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "ომის დამნაშავედ" მიიჩნევს, მასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
კონგრესის მოსმენის დროს კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პუტინს ომის დამნაშავედ, ბესენტმა უპასუხა „დიახ“. შემდეგ მან დასძინა, რომ ის კვლავ ღიაა რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებებისთვის.