დავითგარეჯის საქმე - ხელისუფლების საეჭვო გეგმა

გამოქვეყნდა:

1996 წელი, 13 ივნისი, პროტოკოლი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავითგარეჯის საკითხზე გაფორმდა გულისხმობს მხოლოდ ერთს, საზღვარი განისაზღვროს 1938 წლის რუკით. დოკუმენტი 1991 წელს ედუარდ შევარდნაძესა და ილჰამ ალიევის მოლაპარაკების შემდეგ შეიქმნა, დღემდე ერთადერთი ლეგიტიმური პროტოკოლია.

ამის მიუხედავად, უკვე რამდენიმე დღეა პროკურატურა ეძებს დამნაშავეს, რომელსაც ქართული მიწების გასხვისებაზე პასუხისმგებლობას დააკისრებს. უკვე აღარავინ დავობს, რომ ხელისუფლება ბრალდებულად მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებას გეგმავს, თუმცა ამ გეგმის განხორციელებაში ხელს ეს დოკუმენტი და დელიმიტაციის კომისიის მთავარი ექსპერტი უშლის, რომელიც ამტკიცებს, რომ პროტოკოლის არსებობის მიუხედავად შეთანხმება აზერბაიჯანთან ვერც 2006-დან 2012 წლამდე შედგა - ხაზგასმით ამბობს, რომ არც გასხვისებაზე ყოფილა საუბარი და არც აზერბაიჯანი დათანხმდა გარეჯის სანაცვლოდ სხვა მიწის მიღებას.

"ოცნების" ხელისუფლებისგან გარეჯის საკითხის წამოწევა გაუგებარია სამოქალაქო აქტივისტებისთვის. ძალა ერთობაშიას დამფუძნებელი დავით ქაცარავა, რომელიც ამ ხელშეკრულებას კარგად იცნობს ამბობს, რომ საკითხის გადახედვა სხვა რუკების საფუძველზე შეუძლებელია, რადგან ყველა სხვა ნახაზი ან სამხედრო შინაარსისაა, ან დიდი ცდომილების მქონე. რუსული სცენარი ახალ გამოძიებაში მარტივად იკითხება, ტერიტორიულ საკითხზე მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვა გარდაუვალი ხდება.

ვის რა ინტერესი აქვს ? - ემთხვევა თუ არა კიდევ ერთხელ რუსეთისა და საქარტველოს ხელისიფლების ინტერესები ერთმანეთს? - ეს კითხვა ლეგიტიმური მას შემდეგ გახდა, რაც პროკურატურამ გამოძიების დაწყება დააანონსა და განაცხადა, რომ საქმე ტერიტორიების უცხო ქვეყნისთვის გადაცემას ეხება. მმართველმა გუნდმა, რომლის მმართველობის დროსაც გარეჯი რეალურად დაკარგა ქვეყანამ და ამაში დიდი როლი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა შეასრულა, უმძიმესი ბრალდებების გამყარება ჩეკას არქივში შენახული რუკებით დაიწყო. რუკები ივანიშვილთან დაახლოებულმა რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა იყიდა და საქართველოში ჩამოიტანა, მაგრამ ამ სცენარში დავით ხუციშვილი ერთ-ერთი მოქმედი პირია. რუსულ სცენარში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს საპატრიარქოცაა ჩართული. ივერი მელაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სასულიერო პირების ნაწილი და მამა კირიონი გარეჯის საკითხებით მანიპულირებდნენ.

სალომე ზურაბიშვილის საიდუმლო ვიზიტი საპატრიარქოში მთავარი არხის კამერამ გადაიღო. პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა - საპატრიარქო არ ადასტურებს, მაგრამ ჩვენი წყაროს ცნობით, განხილვის მთავარი თემა დავით გარეჯის საკითხი იყო. 

სალომე ზურაბიშვილის ბრალდების ადრესატი კი ამბობს, რომ ჩიკაგოში აზერბაიჯანთან მიღწეული მოლაპარაკება, რომ საზღვარი საბოლოოდ დადგენილიყო, სწორედ ახალმა ხელისუფლებამ ჩაშალა. უფრო მეტიც, სააკაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ წინა ხელისუფლების დროს საზღვარის დადგენა ვერ მოხერხდა, აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა არსებობდა და ტერიტორიაზე ქართველებსა და ტურისტებს შესვლა არცერთი მხრიდან არ ეკრძალებოდათ. კომპლექსის ჩაკეტვა მხოლოდ 2019 წელს , ზურაბიშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ გადაწყდა. ჩაკეტვის მიზეზი კი აზერბაიჯანთან უკიდურესად გაფუჭებული და გამწვავებული ურთიერთობებია.

ოპოზიციაში თვლიან, რომ წინა ხელისიფლების წინააღმდეგ აგორებული ახალი კამპანია, იგივე სპეცოპერაცია დავითგარეჯი - სავალალო შედეგამდე მივა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ ამ დრომდე არც პროკურატურა და არც ხელისუფლების წარმომადგენლები არ ახსენებენ 1938 წლის რუკასა და 1996 წლის პროტოკოლს - ამას სავარაუდოდ ერთი მიზეზი აქვს, თუკი დავა ამ რუკისა და დოკომუნეტის საფუძველზე დაიწყება, მაშინ ტერიტორიების დაკარგვაში ერთადერთი ბრალდებული "ქართული ოცნება" აღმოჩნდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი