სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა და პუტინთან ერთად "ურთიერთობების განვითარების" შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, დღეს, 9 მაისის "სამხედრო აღლუმისთვის" მოსკოვში ჩავიდა. მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კრემლში მოლაპარაკებები გამართა. მოგვიანებით მათ ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს, პირობა დადეს, რომ თანამშრომლობას ახალ დონეზე აიყვანენ და "გადამწყვეტად" დაუპირისპირდებიან შეერთებული შტატების გავლენას. 

ვრცელ ერთობლივ განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ გაღრმავებენ ურთიერთობებს ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო კავშირებში და "გააძლიერებენ კოორდინაციას, რათა მნიშვნელოვნად დაუპირისპირდნენ ვაშინგტონის მიერ რუსეთისა და ჩინეთის "ორმაგი შეკავების" კურსს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში "ურთიერთობის განვითარების" შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია უკრაინაზეც.

"უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტისთვის, აუცილებელია მისი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა," - წერია დოკუმენტში.

ძინპინისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკი ჩინურ ბიზნესებთან ერთობლივი პროექტების დასაფინანსებლად დაახლოებით 3,5 ტრილიონი რუბლის გამოყოფას გეგმავს, რაც 42 მილიარდ დოლარზე მეტია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი