შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"უბრალოდ მინდა დავიწყო იმით, რომ ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა, რადგან ეს გამარჯვების დღეა, მეორე მსოფლიო ომი, 8 მაისი და [დიდი ბრიტანეთის] პრემიერმინისტრი ტელეფონით გვიკავშირდება, ჩვენ შესანიშნავი მოკავშირეები ვიყავით და სავაჭრო შეთანხმებასაც იმავე დღეს მოვაწერეთ ხელი, როდესაც დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, ყველაზე დიდი გამარჯვება. ჩვენ სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ გამარჯვების დღეზე, რადგან ჩვენ მისი დიდი ნაწილი ვიყავით. ასევე იყო დიდი ბრიტანეთიც... უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს დღე იმავე დღეს ემთხვევა, როდესაც ორივე ქვეყნისთვის უზარმაზარ სავაჭრო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი.," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით შეთანხმების საბოლოო დეტალები მომდევნო კვირებში იქნება გაწერილი.