აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

წარმომადგენელთა პალატამ პარასკევს დილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მექსიკის ყურისთვის სახელის შეცვლის და ამერიკის ყურის დარქმევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის არცერთი დემოკრატი არაა.

კანონმდებლობის ცვლილებას ხელმძღვანელობდა წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი ჯორჯიის შტატიდან - მარჯორი ტეილორ გრინი, კონგრესში ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე.

"„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ამერიკელი ხალხისთვის. ამერიკელი ხალხი იმსახურებს სიამაყეს თავისი ქვეყნით და იმსახურებს სიამაყეს იმ წყლებით, რომლებიც ჩვენ გვეკუთვნის, რომლებსაც ვიცავთ ჩვენი სამხედროებით, სანაპირო დაცვით და ყველა იმ ბიზნესით, რომელიც ამ წყლებში აყვავდება", - განაცხადა გრინმა კანონპროექტზე დებატების დროს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი