რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტია, რომლის საეკლესიო სახელიც ლეონ XIV იქნება

გამოქვეყნდა:

რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტია, რომლის საეკლესიო სახელიც ლეონ XIV იქნება. ამის შესახებ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს კარდინალმა პროტოდიაკონმა განუცხადა. 

69 წლის რობერტ პრევოსტი ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპი გახდა. 

ცნობისთვის 2 წლის წინ პაპმა ფრანცისკემ პრევოსტი ვატიკანის ეპისკოპოსთა დიკასტერიის (საეკლესიო მმართველობის ორგანო, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ახორციელებდა) პრეფექტად, მარკ უელეტის შესაცვლელად აირჩია და მას ეპისკოპოსების შემდეგი თაობის შერჩევის ამოცანა დააკისრა. ის მრავალი წლის განმავლობაში პერუში მისიონერად მუშაობდა, სანამ იქ მთავარეპისკოპოსად დაინიშნებოდა. ამასთან, პრევოსტი ლათინური ამერიკის პონტიფიკალურ კომისიას ხელმძღვანელობდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი