"თუ მათ ვინმეს დასჯა სურთ, მე დამსაჯონ" | მოსკოვში გრძელი გზით ჩასული ვუჩიჩი და ფიცო კრემლის ფონზე

გამოქვეყნდა:

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთად კრემლის ფონზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ვუჩიჩმა შეხვედრის კადრებს წარწერა დაურთო: "სერბები და სლოვაკები სამუდამოდ ძმები არიან".

ვუჩიჩმა ფიცოსთან ერთად კადრების გამოქვეყნებამდე კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა წითელი მოედნიდან, სადაც მან განაცხადა, რომ მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ გადაწყვეტილებაზე.

"საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ან ამბობენ მსოფლიოში სხვა ადამიანები. მე სერბმა ხალხმა ამირჩია, მე სერბეთის მოქალაქეებმა ამირჩიეს. რაც შეეხება ევროკავშირს, დარწმუნებული ვარ, რომ სერბეთი ევროპულ გზაზე დარჩება. თუ მათ ვინმეს დასჯა სურთ, მე დამსაჯონ,"- განაცხადა ვუჩიჩმა.

რობერტ ფიცო მოსკოვში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა. მან ადრე განაცხადა, რომ ესტონეთმა და ლატვიამ უარი თქვეს რუსეთში ფრენისთვის მისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე. მას უფრო გრძელი მარშრუტის გავლა მოუწია უნგრეთის, რუმინეთისა და საქართველოს გავლით.

ჩასვლისას სირთულეები შეექმნა ალექსანდრ ვუჩიჩსაც, რომელიც დედაქალაქში ფიცოზე ადრე ჩავიდა და უკვე შეხვდა პუტინს. სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი იძულებული გახდა ბაქოში დაშვებულიყო, როდესაც რუსეთმა დრონებით თავდასხმების გამო საჰაერო სივრცე დახურა. მისმა თვითმფრინავმა მარშრუტი ასევე შეცვალა ლიეტუვისა და ლატვიის მიერ რუსეთში მათი გავლით ფრენების აკრძალვის გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი