„ეს საჯარო ღონისძიებაა; არ გაგვიგზავნია პირადი მოწვევა არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის" | ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

„ეს საჯარო ღონისძიებაა და ყველა დავპატიჟეთ. ალბათ, თქვენ ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ მედიაში ჩვენი პოსტერები, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა, რომ აღნიშნოს ევროპის დღე ჩვენთან ერთად. არ გაგვიგზავნია პირადი მოწვევა არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის.
ვწუხვარ, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ასეთია - სულ უფრო მეტი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებითაც, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი და ეს განპირობებულია ხელისუფლების მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებებით.
ეს უკიდურესად სამწუხაროა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების რეალობა“ [ფორმულა]

თქვა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღის ღონისძიებაზე, რომელიც საელჩოს ორგანიზებით ექსპო ჯორჯიაში მიმდინარეობს.

დღეს, 9 მაისს "ოცნების" პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ თბილისში დაგეგმილ ევროკავშირის ღონისძიებაზე მოსაწვევი არ გაუგზავნეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი