ჩვენ მივყვებით ჩვენს შიდა პროცედურებს, ამიტომ ვერ დავასახელებ თარიღს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება ერთ თვეში, ან მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენც შევუერთდებით ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ლატვიის ელჩმა საქართველოში ედიტე მედნემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ის ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ესტონეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ჩვენ მივყვებით ჩვენს შიდა პროცედურებს, ამიტომ ვერ დავასახელებ თარიღს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება ერთ თვეში, ან მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენც შევუერთდებით ამ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, პროცედურების გამო მეტი დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ეს მოხდება“, - განაცხადა ელჩმა.
ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა.