"ვფიქრობ აშკარაა, რომ ეს არის იზოლაცია. ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია, ევროკავშირი ღიაა, მაგრამ იქ არის ღირებულებები, პრინციპები, ლიეტუვა საქართველოს მხარდამჭერია მრავალი წლის განმავლობაში და ის მზადაა კვლავ დაეხმაროს საქართველოს განვითარებას, ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია, რადგან აშკარაა, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ეს არის ტრაექტორია, რომელიც სულ უფრო უკან მიდის - ვგულისხმობ დემოკრატიას. და ეს არის ის სიგნალები, რომელიც მოდის თბილისიდან, ასე რომ ყველაფერი ისევ საქართველოს ხელისუფლების ხელშია"
თქვა საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე