"დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება გერმანიაშიც მოხდება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში" | გერმანიის ელჩი

გამოქვეყნდა:

"დიპლომატებისა და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა საქართველოსთვის სიგნალია, რომ ჩვენი პერსპექტივიდან თქვენ ევროკავშირს შორდებით და, რა თქმა უნდა, ეს სანქციაა. ეს შედარებით მსუბუქი სანქციაა.  ჩვენც ამ ნაბიჯს მივყვებით, რადგან ეს გასულ წელს ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო, შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის. ეს თითოეულ სახელმწიფოში უნდა იყოს ინტეგრირებული ჩვენს საკუთარ სავიზო რეგულაციებში. ასე რომ, ზოგჯერ ამას ცოტა დრო სჭირდება, თუმცა ეს გერმანიის შემთხვევაშიც მოხდება. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში იქნება.

ჩვენ, გერმანელები და ევროპელები, თქვენი მეგობრები ვიყავით და თქვენს მეგობრებად დავრჩებით. ჩვენ არ ვართ მტრულად განწყობილი სუბიექტი. არ გვინდა, ქართველებს ვუთხრათ, რა გააკეთონ. ჩვენ ნამდვილად არ ვართ "დიფ სთეითი". ეს არ არსებობს. ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია "დიფ სთეითი" მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა,"

ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა ipn-სთან ინტერვიუში ისაუბრა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი