"ვულოცავ ევროპის დღეს სრულიად საქართველოს, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დღე რეალურად. ევროპა და საქართველო არის განუყოფელი. ჩვენი მომავალიც ევროპაა, ჩვენი წარსულიც ევროპაა. ჩვენი არსებობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება , მშვიდობა, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ ვიქნებით ევროპელებთან ერთად, თუ ევროპაში. ამიტომ, ამის არდანახვა და ამ ქვეყნის იზოლირება, ამ ქვეყნის დატოვება პირისპირ რუსეთთან, არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ გაუკეთოს ამ ქვეყანას. ეს უნდა კარგად გვესმოდეს და ის დაშორება, რასაც დღეს ჩვენ ვგრძნობთ ევროპისგან, არის არა ევროპის ბრალი, არა ევროპის მოქმედება ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ, რომ რაღაც სისულელეები , ნამეტანი პატრიოტები ვართ, ევროპა არის სწორედ პატრიოტების, ევროპა არის იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ, ისინი არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ და ეს გზა არ არის საქართველოს გზა".
განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით.