პოლონეთში, მკვლელობის მუქარის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 37 წლის კაცი ყოფილ ხელმძღვანელს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ემუქრებოდა. კომპანიის მენეჯერის თქმით, დაკავებული მას მოკვლით და ჩაბეტონებით ემუქრებოდა.
საქართველოს მოქალაქეს ბრალდება უკვე წარუდგინეს და მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.