კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო | Reuters

გამოქვეყნდა:

კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო. ამის შესახებ Reuters იტყობინება. როგორც გამოცემა წერს, მან ამას "მოძმე ერის" დასაცავად, "სუვერენული უფლებების განხორციელება"  უწოდა.

"ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ეს შეესაბამება ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს. მე ყველა მამაც ჯარისკაცს, ვინც კურსკის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, გმირად და ერის ღირსების უმაღლეს წარმომადგენლად მივიჩნევ", - თქვა მან.

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა ასევე განაცხადა, რომ ფხენიანი უყოყმანოდ დაუშვებს სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ აშშ "გააგრძელებს სამხედრო პროვოკაციებს რუსეთის წინააღმდეგ“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი