პაკისტან-ინდოეთის მორიგი დაპირისპირება | დაბომბვაში ინდოეთის დადანაშაულების შემდეგ პაკისტანმა "საპასუხო თავდასხმა" დაიწყო ( განახლებადი )

გამოქვეყნდა:

10:44 - პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე ინდოეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხი უწოდა.

პაკისტანის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ გაანადგურეს ინდური BrahMos-ის რაკეტების საწყობი, რამდენიმე აეროდრომი, დიდი საწყობი და ა.შ.

ინდოეთმა პაკისტანის ქმედებებს „აშკარა ესკალაცია“ უწოდა, თუმცა მის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა და მოლაპარაკებების ორგანიზებაში აშშ-ის დახმარება შესთავაზა.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის მორიგი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ნაწილში, აჰალგამში ტერორისტებმა 26 ადამიანი მოკლეს. ინდოეთი მომხდარში პაკისტანს ადანაშაულებს, თუმცა პაკისტანი ბრალდებას უარყოფს.

 

12:15 - პაკისტანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ჯამუ და ქაშმირის მთავრობის ერთ-ერთი წევრი დაიღუპა. როგორც რეგიონის მმართველი, ომარ აბდულაჰი აცხადებს, დაღუპულია რაიონის განვითარების კომისიონერი, რაჯ კუმარ ტაპა.

"სიტყვები არ მაქვს გამოვხატო ჩემი მწუხარება და შოკი. მშვიდად განისვენოს მისმა სულმა" | წერს ომარ აბდულაჰი X-ზე.

ჯამუ და ქაშმირის მთავრობის წარმომადგენლის დაღუპვას ადასტურებს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

 

12:36 - ინდოეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, პაკისტანის თავდასხმას "ეფექტურად გასცეს პასუხი".

 როგორც ინდოეთის საავიაციო ფრთის მეთაურმა, ვიომკა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა, ინდოეთმა "ეფექტური პასუხის შედეგად", ინდოეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას "მნიშვნელოვანი ზიანი" მიაყენა.

მისივე ცნობით, პაკისტანმა დღეს ქაშმირში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები დაბომბა

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი