ათასობით მასწავლებელი, რომელიც ძირითადად მომავალი თაობის აღზრდით უნდა იყოს დაკავებული მუდმივად საარჩევნო მანიპულაციების იარაღია. დღეს, 5 ოქტომბერს პედაგოგების საერთაშორისო დღეა, მაგრამ მაწავლებლების უდიდესი უმრავლესობა ამ დღეს არ აღნიშნავს. პედაგოგები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ისინც და მთლიანად სისტემაც ყურადღების გარეშე დატოვა რასაც სულ რამდენიმე წელში ქვეყანაში განათლების დონის მკვეთრი ვარდნა და მძიმე პრობლემები მოყვება.
მაია ეკალაძე 20 წელზე მეტია, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, მისი თქმით მიუხედავად განათლების სფეროში არსებული უამრავი პრობლემისა, სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია. ეკალაძე წამყვანი სპეციალისტია, ფიქრობს, რომ ხელისულდებას პედაგოგები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენბდეა. ახლა რამდენიმე თვეა, რაც პრემიერის მიერ დაპირებულ 150-ლარს ელოდება თუმცა უშედეგოდ.
პედაგოგებისთვის, რომლებიც მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებით უნდა აღნიშნავდნენ, ეს ერთ რიგით დღედ იქცა, განსაკთრებით რეგიონებში, იქ, სადაც ხლისუფლებას ყველა მიავიწყდა, განსაკთრებით კი ეპდაგოგები და მათი მსოწავლეები, რომელბსაც ხან ინტერენტის, ხან ფინანსურ და ხანაც რესურსებთან დაკავშირბეულ ურთულეს პრობლემებთან მარტოებს უწევთ გამკლავება.
ექსპერტები, რომლებიც წლებია განათლების სფეროში მუშაობენ, ამბობენ,რომ საგანმანათლებლო სისტემაში უკვე წლებია პრობლემებია, მთავრობასა და განათელბის უწყებას პედაგოგები მხოლდო მაშინ ახსენდება, როდესაც ადმინისტრაციული რესურსი გამოყენება სჭირდებათ.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ "ქართლი ოცნების" მთავრობამ ისიც გაანადგურა, რაც წინა ხელისუფელბის დროს შეიქმნა, 2011 წელს აშენებული მასწავლებლის სახლი ჯერ დახურებს, შემდეგ კი თანამედროვე შნეობა სახლემწიფო უაფრთხოების სამსახურს გადასცეს.
როგორ იყენებს და შემდეგ ძალადობს "ქართული ოცნების" ხლეისუფლება პედაგოგებზე, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგის, ია კერზაიას შემთხვევაა, როცა არჩევნების დახმარებაზე უარის თქმის შემდეგ ის სიკვიდლმადე მივიდა.
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. იუნესკომ დღესასწაულად ეს დღეს 1994 წლიდან აქცია, საქართველოში კი პედაგოგები ფიქრობენ, რომ პროფესიული დღის ღირსეულად აღნიშვნამდე ბევრი აკლიათ.