53 წლის წინ გაშვებული საბჭოთა კოსმოსური აპარატი დედამიწაზე ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

დედამიწაზე, ინდოეთის ოკეანეში თითქმის ნახევარი ტონა წონის საბჭოთა პლანეტათაშორისი კოსმოსური აპარატი ჩამოვარდა.

ეს არის Cosmos-482 სადგურის სადესანტო მოდული, რომელიც 1972 წელს ვენერაზე გაუშვეს, მაგრამ დედამიწის ორბიტაზე დარჩა.

მოწყობილობის ორბიტიდან გასვლას აკონტროლებდა დედამიწის მახლობლად კოსმოსურ სივრცეში სახიფათო სიტუაციების წინასწარი გაფრთხილების ავტომატური სისტემა.  მის ჩამოვარდნას 8-14 მაისის პერიოდში ელოდნენ. ექსპერტების შეფასებით არსებობდა საფრთხე, რომ ის ხმელეთზე, დასახლებულ ადგილზე ჩამოვარდნილიყო.

როსკოსმოსის ინფორმაციით, კოსმოსურმა აპარატმა კოსმოს-482  არსებობა შეწყვიტა და ორბიტა დატოვა . 6:24 საათზე (GMT) ის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შუა ანდამანის კუნძულიდან დასავლეთით 560 კმ-ში შევიდა და ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას დასავლეთით ოკეანეში ჩავარდა.

Cosmos-482 ბაიკონურის კოსმოდრომიდან 1972 წლის 31 მარტის დილით ადრე გაუშვეს. ის სხვა სადგურის სარეზერვო ასლი იყო და ორივე მათგანი Venera-8 პროგრამის ფარგლებში გაუშვეს. ორივე მოწყობილობა სრულიად იდენტური იყო აღჭურვილობისა და მახასიათებლების თვალსაზრისით. ოთხი დღით ადრე გაშვებული Cosmos-482 დანიშნულების ადგილამდე გაემგზავრა და პლანეტის შესწავლის პროგრამა სრულად დაასრულა, ხოლო მისმა სარეზერვო ასლმა ავარია განიცადა და დედამიწის ორბიტაზე დარჩა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი