"ვიმყოფები კიევში ემანუელ მაკრონთან, ფრიდრიხ მერცთან და დონალდ ტუსკთან ერთად.
რუსეთი უნდა დათანხმდეს სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა გაჩნდეს სივრცე სამართლიანი და განგრძობადი მშვიდობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
ყველა ნაბიჯი, რომელსაც ამისთვის გადავდგამთ, არის ნაბიჯი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის"
წერს ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი X-ზე. შეგახსენებთ, დღეს კიევში ვიზიტით ჩავიდნენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერი კირ სტრამერი და პოლონეთის პრემნიერი დონალდ ტუსკი. მათ შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.