კრემლის პრესსპიკერი პესკოვი უარყოფს ინფორმაციას, რომ პუტინის მოახლოებული ბრიფინგი ეთერის „აფეთქებას“ ისახავს მიზნად.
პესკოვი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა და განაცხადა - „ინტერნეტს ყოველთვის სურს რაღაცის აფეთქება. ჩვენ არაფრის აფეთქებას არ ვაპირებთ“.
ამ საღამოს გავრცელდა ცნობები, რომ პუტინი ხმაურიანი განცხადების გაკეთებას გეგმავს, რომელიც „ამერიკის საეთერო პრაიმ-ტაიმს ააფეთქებს“.
ის კრემლში ამ დროისათვის 9 მაისისთვის ჩასულ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. ამ შეხვედრების შემდეგ, მედიისთვის პრესკონფერენციაა დაგეგმილი.