პაკისტანის პრემიერმინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა მოსახლეობას "ინდოეთთან გამარჯვება მიულოცა". ის ამბობს, რომ თუ ვინმე პაკისტანის დამოუკიდებლობას დაუპირისპირდება, „ყველაფერს გააკეთებს“ თავის დასაცავად - "ჩვენ ეს გამარჯვება მოვიპოვეთ" - თქვა შარიფმა.
შარიფი ინდოეთს ადანაშაულებს პაკისტანელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და ბოლო კვირების განმავლობაში მეჩეთებზე დრონებითა და სარაკეტო თავდასხმებში.
აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ, 10 მაისს სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ-ის შუამავლობით, პაკისტანი და ინდოეთი "ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ" შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
თუმცა, ამის შემდეგ პაკისტანმა და ინდოეთმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევასა და ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს.