"ჰამასი" ისრაელ-ამერიკელ მძევალ ედან ალექსანდერს გაათავისუფლებს, რომელიც ღაზაში იყო დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი "ჰამასის" ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ედან ალექსანდერს, რომელიც, სავარაუდოდ, პალესტინური დაჯგუფების მიერ დაკავებული უკანასკნელი გადარჩენილი ამერიკელი მძევალია, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტამდე გაათავისუფლებენ.
საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ მას, სავარაუდოდ, სამშაბათს გაათავისუფლებენ.
გამოცემის ინფორმაციით, გათავისუფლებამდე პირდაპირი ოთხმხრივი მოლაპარაკებები აშშ-ის, კატარის, ეგვიპტისა და "ჰამასის" ოფიციალურ პირებს შორის გაიმართა.