თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

გამოქვეყნდა:

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც მინისტრი ალი იერლიკაია X-ზე წერს, დაკავებული "კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის" ბრალდებით იძებნებოდა და ის ძირითადად რუსეთში ოპერირებდა.

მისივე ცნობით, ამავე ოპერაციის ფარგლებში დააკავეს რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლ.რ.-ც, რომელსაც ბრალად საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა ედება.

"რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით "საერთაშორისო ტერორიზმის" მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ძებნილი პირი ჰათაის პროვინციაში დააკავეს," - წერს მინისტრი X-ზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი