"როდესაც ევროპული ერთიანობა ხდება მიუღებელი, დეზინფორმაცია ისე შორს მიდის, რომ ჩვეულებრივ ხელსახოცს ასაღებს, როგორც ნარკოტიკს" - ასე პასუხობს ელისეის სასახლე რუსულ დეზინფორმაციას:
"ეს ყალბი ამბები საფრანგეთის მტრების მიერ ვრცელდება, როგორც ქვეყნის გარეთ, ასე ქვეყნის შიგნით. ჩვენ უნდა ვიყოთ მდგრადები ნებისმიერი მანიპულაციის წინააღმდეგ" - წერს ელისეის სასახლე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ, რუსი პროპაგანდისტები და მათთან ერთად, ქართული პროპაგანდისტული მედია ავრცელებდა ევროპელი ლიდერების შეხვედრის კადრებს, სადაც ჩანს, რომ ფოტოების გადაღებისას საფრანგეთის პრეზიდენტმა მაგიდიდან თეთრი ფერის ნივთი აიღო. პროპაგანდა ამტკიცებდა და კადრებს წარმოაჩენდა ისე, თითქოს ევროპელმა ლიდერებმა ნარკოტიკი დამალეს.