მე ვფიქრობ, ეგეთი ფაქტები თუ ვინმეს აწყობს, ეს არის ის პროპაგანდისტული მექანიზმი, რომელიც ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ემსახურება, კონკრეტულად თქვენც, პირადად - მიმართა "ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს, აქტივისტებზე მომხდარი თავდასხმების კომენტირებისას.
ვოლსკის თქმით, ეს ყველაფერი "ხელისუფლების" დისკრედიტაციას ემსახურება:
"ესეთი სახის დანაშაული, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ როგორმე მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების, მისი სტრუქტურების დისკრედიტაცია" - ამბობს ვოლსკი.
რატომ არ მიეცა არავინ პასუხისგებაში იმ პირებიდან, ვინც თავს ესხმის აქტივისტებს, ვოლსკი ამბობს, რომ - "თემა თვითონ ძნელი გამოსაძიებელია":
"დაგეგმვა ამ დანაშაულის ჩადენის, საკმაოდ გავს იმ ხელწერას, რომელსაც პროვოკატორები იყენებენ და მე ვფიქრობ, რომ მაინც, ისრები თქვენსკენ მოდის" - თქვა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ გუშინ საღამოს, სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ თაია ცეკვავას, რამდენიმე დღის წინ კი ასევე სახლთან, ე.წ. ზელიონკა შეასხეს ნუცა მახარაძეს.