ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება.
„დრო იწურება, დღის ბოლომდე კიდევ 12 საათი გვაქვს დარჩენილი და თუ ამ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, ევროპული მხარე სანქციებისთვის მზადებას დაიწყებს“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან კორნელიუსმა პრესკონფერენციაზე.
ევროპული ქვეყნების ლიდერები, ისევე როგორც უკრაინა, აცხადებს, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებას წინ ცეცხლის შეწყვეტა უნდა უძღოდეს.