"დედ ჰასანის" მკვლელობისთვის, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს, რუსეთში 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

ტაგანსკის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

იგორ ჟირნოკლეევი "კრიმინალური ავტორიტეტის", ასლან უსოიანის (ცნობილი როგორც „დედ ჰასანი“) და ადვოკატ ნატალია ვავილინას მკვლელობაშია ბრალდებული.

 „დედ ჰასანი“ 2013 წლის იანვარში მოსკოვში სნაიპერმა მოკლა. ადვოკატი ნატალია ვავილინა კი 2017 წლის აპრილში მოკლეს.

სასამართლო პროცესი 2021 წლიდან მიმდინარეობდა და ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით,  საქმეში მონაწილე 10-ვე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობასა და მასში მონაწილეობაში. 

ტაგანსკის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენ ცხრა წევრს 22-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობისთვის, ტაგანსკის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მოსკოვში 1980-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. მრავალი წლის განმავლობაში მისი ლიდერი ვიაჩესლავ ივანკოვი ("იაპონჩიკი") იყო. 2019 წელს, იგორ ჟირნოკლეევის დაპატიმრების შემდეგ, დაჯგუფება დაიშალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი