"ყველა ჩვენგანს უკრაინაში სურს, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში ამ შეხვედრაზე" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"წეღან მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. მხარი დავუჭირე დონალდ ტრამპის იდეას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ - საკმარისად ხანგრძლივი, რათა დიპლომატიას საფუძველი მისცეს. და ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა. მხარი დავუჭირე პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. გულწრფელად ვთქვი, რომ შეხვედრისთვის მზად ვარ. მე თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს, რუსები ამ შეხვედრას თავს არ აარიდებენ. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს უკრაინაში სურს, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში ამ შეხვედრაზე. ეს სწორი იდეაა. ბევრის შეცვლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას უმაღლეს დონეზე. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება".

- წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე. ცნობისთვის, ტრამპმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის შეხვედრაზე ჩასვლა არ გამორიცხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი