აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.
ტრამპი ვიზიტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში დაიწყებს. ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.
დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა არ გამორიცხა თურქეთში ვიზიტიც, სადაც შესაძლოა რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართოს.