აშშ-მა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული 3 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაასანქცირა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშია ნახსენები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასანქცირებული პირები ირანის ბირთვულ პროგრამასთან, კერძოდ ირანის თავდაცვის ინოვაციისა და კვლევის ორგანიზაციასთან არიან კავშირში, რომელიც სპარსული აკრონიმის SPND-ის სახელითაა ცნობილი.
"სანქციების ქვეშ მყოფი ყველა პირი ჩართულია საქმიანობაში, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ან წარმოადგენს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების მნიშვნელოვნად ხელშეწყობის რისკს. ირანი აგრძელებს თავისი ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვნად გაფართოებას და ორმაგი დანიშნულების კვლევისა და განვითარების ჩატარებას, რომელიც გამოიყენება ბირთვული იარაღისა და ბირთვული მიწოდების სისტემების მიმართულებით", - წერია განცხადებაში.