FT: ევროკავშირი ამზადებს ზომებს, რომ უნგრეთის ვეტოს გვერდი აუაროს და რუსეთისთვის სანქციების დაწესება შეძლოს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი განიხილავს რუსეთის კაპიტალის კონტროლის და ტარიფების დაწესებას, თუ უნგრეთი ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებას დაბლოკავს.

Financial Times-ის ცნობით, ევროკომისიამ განაცხადა, რომ სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის 200 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივები, შესაძლოა სხვა სამართლებრივ საფუძველზე გადავიდეს, რათა ბუდაპეშტის ვეტოს გვერდი აუარონ.

გამოცემა წერს, რომ შემოვლითი გზების განსახილველად, ევროკავშირს უმრავლესობის ხმები დასჭირდება, რათა სანქციები გაახანგრძლივოს. განხილული ორი ვარიანტია - კაპიტალის კონტროლი, რომელიც ხელს შეუშლის რუსეთში ნაღდი ფულის შემოდინებას და სავაჭრო ზომები, როგორიცაა ტარიფები.

"ჩვენ ყველანი A გეგმაზე ვართ კონცენტრირებულები. თუმცა, ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიული ვარიანტების სამართლებრივ საფუძველს", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

კომისიამ პირობა დადო, რომ მომავალ თვეში წარადგენს სამართლებრივ წინადადებებს, რომლებიც საშუალებას მისცემს რუსული გაზის ახალი კონტრაქტებისა და ბაზრის აკრძალვა წელს შემოიღონ და ეტაპობრივად სრულად გაუქმდეს 2027 წლისთვის. ასევე მზადდება წინადადება გამდიდრებულ ურანზე გადასახადების დაწესების შესახებ, რაც ევროკავშირის რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების ნაწილად იმუშავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი