"მთავარის" ინფორმაციით, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა | ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. "მთავარის" ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.

ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნების" დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს ჩიქოვანი. 

გარდა ამისა, "მთავარის" ინფორმაციით, მერის მოვალეობას პროკურატურის წარმომადგენელი, გიორგი მურვანიძე შეასრულებს. 

წინა ხელისუფლების დროს, 2004-2013 წლამდე სხვადასხვა პერიოდში არჩილ ჩიქოვანი აჭარის პროკურატურაში, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროს გამომძიებლად, ამავე სამმართველოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების უფროსად მუშაობდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი