სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

ჟერარ დეპარდიე პარიზში გამართულ სასამართლო პროცესზე ორი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დამნაშავედ ცნეს და 18 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

76 წლის მსახიობს ორი ქალი 2021 წელს ფილმზე მუშაობისას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. დეპარდიემ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო.

პროკურორი პროცესზე 18 თვით პირობით პატიმრობას, ასევე 20 000 ევროს ოდენობის (16 850 ფუნტი სტერლინგი) ჯარიმას და სექსუალური დამნაშავეების სიაში რეგისტრაციას ითხოვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი