კორცხელის ძალადობაში მონაწილეთა ადვოკატი, სანქცირებული და მევახშეობაში დადანაშაულებული | ვინ დააწინაურეს პროკურატურაში

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით გენერალური პროკურორის მოადგილედ ზურაბ ბელთაძე დაინიშნა. რომელსაც პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის  ცხრა წლიანი გამოცდილება აქვს, მას ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში.

თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა. გიორგი გვარაკიძე  აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება თბილისის პროკურორს ლევან გეგეჭკორს, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად  დაინიშნა, ხოლო აღნიშნული დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის  უფროსის თანამდებობა დაიკავა. 

რა ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი იმ პირების შესახებ, რომლებსაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ.

  • ზურაბ ბელთაძე როგორც ადვოკატი იცავდა 2016 წლის მაისში კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს. 2022 წლის თებერვალში, კასპის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობაში ბრალდებული კასპელი მაღალჩინოსნების ადვოკატი.
  • რაც შეეხება გიორგი გვარაკიძეს მას ქუთაისელი ბიზნესმენი და ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე წლების წინ მევახშეობაში ადანაშაულებდა.
  • ლევან გეგეჭკორი არის ჯო უილსონის თებერვალში გამოქვეყნებულ სიაში, სადაც ის მოხსენებულია როგორც ოლიგარქის პროკურორი. გეგეჭკორი არის ლიეტუვის სანქცირებულთა სიაშიც.
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის  უფროსად დანიშნული მალხაზ კაპანაძე კი ერთ-ერთი იყო პროკურატურის მაღალცინოსნებს შორის, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოიკითხა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი