ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინთან შეხვედრა შედგეს, რადგან სწორედ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს პუტინს, როგორც ანკარაში, ისე სტამბოლში - „ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუ პუტინი ნამდვილად მზად იქნება შეხვედრისთვის არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ რეალურ ცხოვრებაში. შემდეგ კი ლიდერების დონეზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე. რადგან სწორედ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე. რადგან მხოლოდ მან გადაწყვიტა ეს“, - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის წინადადებით - "არ ვიცი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მან დაადასტურა მონაწილეობა, ვფიქრობ, ეს პუტინის ჩამოსვლას დამატებით იმპულსს მისცემს“, - დასძინა ზელენსკიმ.

ამ დრომდე უცნობია, ჩავა თუ არა პუტინი თურქეთში ხუთშაბათს. მას ზელენსკის შეთავაზებისთვის არ უპასუხია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი