უიტკოფი და კელოგი სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს დააკვირდებიან, ტრამპის მონაწილეობა პუტინის დასწრებაზეა დამოკიდებული - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო მოლაპარაკებებს დაესწრებიან, თუმცა დამკვირვებლების როლში იქნებიან - იუწყება CNN აშშ-ის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტის სტამბოლში ვიზიტის საკითხი ღიად რჩება. თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, დაესწრება თუ არა ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს. პუტინის პოზიცია კი ამ დრომდე უცნობია.