"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 26 მაისის ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან უკვე ₾ 7 მილიონზე მეტია გამოყოფილი. უდიდესი ნაწილი – ტენდერის გარეშე.
2025 წლის 15 აპრილს "საქართველოს მთავრობამ" გამოსცა განკარგულება N657, რომლითაც დამტკიცდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა. განკარგულების საფუძველზე, რამდენიმე სამინისტროს, მათ დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს დაევალათ სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება.
657-ე განკარგულებაში, არ არის ნახსენები რუსთაველის გამზირი, ადგილი, სადაც ამჟამად ყოველ დღე იმართება აქციები. თავისუფლების მოედანზე მხოლოდ სამხედრო ფიცის ცერემონიაა დაგეგმილი.
თბილისის გარდა, ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, რუსთავში, მესტიაში, ზუგდიდში, ოზურგეთიში, ფოთში, ახალქალაქში, მარნეულში, მცხეთასა და ამბროლაურში.
"2025 წლის 1 მაისს მთავრობამ გამოსცა დამატებითი განკარგულება N727, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს მიერ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროსთვის
გამოყოფილია 2,900,000 ლარი. თუმცა ეს სრული თანხა როდია" - წერს ფლანგვის დეტექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელ უწყებებს ადრევე ჰქონდათ ინფორმაცია მათზე დაკისრებულ ვალდებულებებზე, მათგან ბევრმა მაინც არ გამოაცხადა ტენდერი, არამედ მხოლოდ მაისში მიმართა შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის დასამტკიცებლად. ამის მაგალითი თავდაცვის სამინისტროა ₾2,2-მილიონიანი შესყიდვით, რომელსაც 15 აპრილს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა ელექტრონული ტენდერის დროულად გამოცხადების მაგივრად, 2025 წლის 2 მაისს შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის (SMP250001163) ჩატარების მიზნით მიმართა.
დამოუკიდებლობის დღის ორგანიზებისთვის უწყებები მასშტაბურ შესყიდვებს ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვების ფორმით (SMP კოდებით) ახორციელებენ. წარმოგიდგენთ კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მიღმა, უკვე გამოცხადებული შესყიდვების ჩამონათვალს. ზოგიერთი უწყების შესყიდვები ჯერ არ გამოცხადებულა ან ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის, თუმცა 26 მაისამდე მხოლოდ ორიოდ კვირა რჩება:
ბოლო წლებში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ხარჯები ასე გამოიყურება:
ყველა ძირითადი ღონისძიება ტარდება ტენდერის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ: