რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლი უმასპინძლებს უკრაინულ მხარესთან „პირდაპირ კონტაქტს“ .
"ჩვენი წარმომადგენლები ამ კონტაქტისთვის ემზადებიან. ვიმედოვნებთ, რომ კონტაქტი შედგება და არ იქნება გამოყენებული მხოლოდ პიარისთვის, რასაც მრავალ დედაქალაქში ენთუზიაზმით ეწევიან“, - ამბობს რიაბკოვი.
მან არ დააკონკრეტა, პირადად ჩავა თუ არა პრეზიდენტი პუტინი სტამბოლში;
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პირადად ჩავა თურქეთში ხუთშაბათს, 15 მაისს, მაგრამ პუტინის გარდა რუსეთის არცერთ წარმომადგენელს არ შეხვდება.