დონალდ ტრამპი დათანხმდა, რომ ოთხშაბათს საუდის არაბეთში სირიის პრეზიდენტს შეხვდეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა.
აჰმედ ალ-შარაას და ტრამპს შორის რაიმე სახის საუბრის ფორმატის შესახებ დეტალები არ გახმაურებულა. თუმცა როგორც Reuters-ი წერს ნებისმიერი შეხვედრა სირიის პრეზიდენტისთვის, რომელიც ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ორგანიზაციის ყოფილი ლიდერია, დრამატულ შემობრუნებას ნიშნავს.
საუდის არაბეთი, კატარსა და თურქეთთან ერთად, რომლებიც სირიის ახალი ადმინისტრაციის მხარდამჭერები არიან, აქტიურად ცდილობდნენ ალ შარაასა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის შეხვედრის ორგანიზებას. - ამის შესახებ Reuters-ს სულ მცირე ოთხმა წყარომ განუცხადა.
ალ შარაამ მოიპოვა სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნებისა და ჩრდილოეთ მეზობლის - თურქეთის მხარდაჭერა. თუმცა დასავლეთთან ურთიერთობაში პროგრესი შედარებით ნელია და აშშ-ის სანქციების შემსუბუქებაში შეზღუდულ წარმატებას მიაღწია.
სირიის პრეზიდენტმა შეხვედრა უკვე გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.