რუსეთის დელეგაცია ხუთშაბათს სტამბოლში იქნება და იქ უკრაინულ მხარეს დაელოდება - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ მხოლოდ [რუსეთის] პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ვაფასებთ, რომელმაც ხუთშაბათს სტამბოლში დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება“, - განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსული დელეგაციის შემადგენლობა ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც პრეზიდენტი პუტინი "შესაბამის მითითებებს" გასცემს.