პოლიციელ მირიან ქავთარაძის "შეურაცხყოფის" ფაქტზე, თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე კი შსს-ს წარმომადგენლებმა სამი პოლიციელი გამოიძახეს მოწმედ და მოსამართლის წინაშე გამოკითხეს.
სხვიტარიძისა და ქავთარაძის ადვოკატი, მარიკა არევაძე თავად მირიან ქავთარაძის გამოკითხვას მოითხოვს. მისი თქმით, დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსმა თავადვე უნდა განმარტოს, რა იყო მისთვის შეურაცხმყოფელი. შუამდგომლობა ამის თაობაზე ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე დააყენა. მოსამართლე გადაწყვეტილებას - დააკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობას, მომდევნო პროცესზე იტყვის.
ცნობისთვის, მირიან ქავთარაძეს ცრუ მოწმეობაში ამხელენ, მას პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძის პროცესიდან გამოსვლის შემდეგ, გვარის შემარცხვენელი ეძახეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ანი ქავთარაძისა და თორნიკე ქავთარაძის ადმინისტრაციული სამართალდევნა.