"მთავარის" ინფორმაცია დადასტურდა | ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მურვანიძე დაინიშნა

გამოქვეყნდა:

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მურვანიძის დანიშვნაზე ინფორმაცია "მთავარმა" გუშინ გაავრცელა.

მერიის ცნობით, "აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა არჩილ ჩიქოვანს გაწეული სამუშაოსთვის და გიორგი მურვანიძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა".

შეგახსენებთ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გუშინ, 13 მაისს Facebook პოსტით თანამდებობა დატოვა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი