„გირაოს არ გადავიხდი. ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში როგორი ატრიბუტიკით არიან, ზუსტად ისე მოვედი. სიმართლე გითხრათ, დავიღალე“,- ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, სასამართლო დარბაზში გააკეთა.
მას წულუკიანის კომისიაზე არმისვლისთვის შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარბაზშივე დააკავეს.